29 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება მსოფლიოში - ქვეყანაში დასვენებას ტურისტებს AirBaltic ურჩევს

საქართველო ვიზიტორებისთვის საინტერესო მიმართულებად არაერთ გამოცემაში დასახელდა. ამჯერად, მოგზაურებს ევროპა-აზიის გზაგასაყარზე AirBaltic ეპატიჟება. გამოცემა მოსანახულებელ ქვეყნებს შორის საქართველოს ესპანეთის, საბერძნეთის, კვიპროსისა და პორტუგალიის გვერდით ასახელებს.

მხარე, საიდანაც სტატიის ავტორი ტურისტებს მოგზაურობის დაწყებას ურჩევს, ახალი ვიზიტორების მისაღებად ემზადება. კახეთი ტურისტებს ტრადიციული სამზარეულოთი, სტუმართმოყვარეობით ელოდება და მათ მძაფრ შთაბეჭდილებებს სთავაზობს.

თელავის გაცნობის შემდეგ, კიდევ ორი ისტორიული ქალაქის მონახულების ჯერი დგება. ტურისტების მისაღებად ანანური და მცხეთა ემზადება. ისტორიულ გარემოსთან ერთად, ადგილზე ვიზიტორები ტრადიციულ სამზარეულოსაც გაეცნობიან.

ქვეყნის გაცნობა უკვე დაიწყეს მათ, ვისაც საქართველოში მოგზაურობის ვადა დაწესებული შეზღუდვების გამო გაუხანგრძლივდა. რეგულაციების გაუქმების შემდეგ კი, უფრო მეტის სანახავად ემზადებიან და ვიზიტის ვადის გახანგრძლივებასაც არ გამორიცხავენ.

ქვეყანაში ვიზიტორთა შემოსაყვანად ემზადებიან ტუროპერატორებიც. ისინი ქვეყნის მიმართ მაღალ ინტერესზე საუბრობენ და ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ელოდებიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. პოსტკოვიდურ სეზონზე კი, ქვეყანა ვიზიტორებს ახალი წესებისა და ძველი ტრადიციების დაცვით მიიღებს.

 

ავტორი: სოფო ჭუმბურიძე

დღის ამბები