29 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ მუჟავასთან დაკავებული სამი მოქალაქის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია

საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. სოფელ ლიას სამი მკვიდრი იზოლატორშია გადაყვანილი. ისინი სოფელ მუჟავასთან გაიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გატაცებული მამაკაცების ადგილსამყოფელი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცნობია.

გატაცებულების ოჯახის წევრების თქმით, მათთვის უცნობია თუ რა მოტივით მოხდა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების გატაცება.

"ჩემი შვილია, დაჭერილია. აფხაზებმა დაიჭირეს თუ რუსებმა, არაფერი ვიცი," - განაცხადა გატაცებულის დედამ ემა კვირკვიამ.

"მოვიძიეთ, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. დაწერილები არიან, სად არიან არ ვიცი. დავურეკეთ, მაგრამ მიუწვდომელია. არავინ არ დაგვკავშირებია," - აღნიშნა გატაცებულის ძმამ გატაცებულის ძმამ ლევან მატუამ.

დღის ამბები