29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
რასიზმის საწინააღმდეგო აქციას მართავს, გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა კოვიდინფიცირების შემთხვევები მათი მიზეზით კიდევ უფრო გაიზარდოს.

მისი განცხადებით, თუკი ოპოზიციურად განწყობილი ანტისამთავრობო ძალები აქციებს არ შეწყვეტენ, შესაძლოა, პანდემიის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანას ეს ძვირად დაუჯდეს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი არ არის რასისტული ქვეყანა.

"არ ვფიქრობ რომ დიდი ბრიტანეთი რასისტული ქვეყანაა, მაგრამ ქვეყანაში არის გარკვეულწილად უსამართლობა, რაც უნდა მოგვარდეს, ქალაქში მიმდინარე პროცესები უდაოდ რისკის შემცველია, შესაძლოა კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდა მივიღოთ, ვეწინააღმდეგები ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, ჩათვალეთ თქვენს გვერდში დავდგები, მაგრამ არა ახლა, როცა ვირუსი განურჩევლად რასისა ყველას საფრთხეს უქმნის,"- განაცხადა მეთ ჰენკოკმა.

ბოლო მონაცემებით გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირებულია თითქმის 300 ათასამდე ადამიანი, დაღუპულია 40 ათასზე მეტი პირი.

ჩინეთის მისამართით კი ბრალდებები არ წყდება. ამერიკელი სენატორის, რიკ სკოტის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, ჩინეთი ცდილობს დასავლეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა "შეაფერხოს ან ჩაშალოს". რიკ სკოტი, რომელიც კონგრესში შეიარაღებული ძალების სამსახურისა და შიდა უსაფრთხოების კომიტეტების წევრია, ასევე აცხადებს, რომ დაზვერვას კონკრეტული მტკიცებულებები აქვს.

სენატორი ფლორიდის შტატიდან აცხადებს, რომ ვაქცინის შექმნა აუცილებელია. 

"ჩვენ ეს ვაქცინა უნდა შევქმნათ. სამწუხაროდ გვაქვს მტკიცებულებები, რომ კომუნისტური ჩინეთი ჩვენი საქმიანობის საბოტაჟს ან მის შენელებას ცდილობს. ჩინეთს არ სურს, რომ ჩვენ, ინგლისმა და ევროპამ ის პირველებმა შევქმნათ. მათ სურთ, რომ ამერიკისა და დემოკრატიების მეტოქეები იყვნენ მთელს მსოფლიოში,"- განაცხდა რიკ სკოტიმ.

გერმანიის მთავრობა კი ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრას ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებით გეგმავს კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე ქვეყანა ყველაზე ძლიერ ფინანსურ კრიზისს განიცდის, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 7-მა მილიონმა მოქალაქემ, პოსტ პანდემიური მდგომარეობა გადაიტანოს.

გერმანიაში ინფიცირების 185 ათასზე მეტი და გარდაცვალების 9 ათასი შემთხვევაა.

დღის ამბები