29 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ბელგიაში კლინიკაში მომუშავე ადამიანები რობოტმა ჩაანაცვლა

რობოტმა სახელად კრუზ ჰელთმა ბელგიის კლინიკაში მომუშავე ადამიანი ჩაანაცვლა, რომელიც შესასვლელში დამონტაჟებულ სითბურ კამერებს აკვირდებოდა, ამის შესახებ Euronews წერს.

გამოცემის ცნობით კლინიკა მუშახელზე თანხას ზოგავს. რობოტის დაქირავება თვეში 1000 ევრო ღირს და ის 34 ენაზე საუბრობს.

კრუზ ჰელთის მთავარი მისიაა სითბური კამერების მეშვეობით გაარკვიოს აქვთ თუ არა კლინიკაში შემოსულ ადამიანებს მაღალი ტემპერატურა.

კომპანია "ზორაბოტის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ რობოტი საიმედოა და კარგად ასრულებს თავის ფუნქციას.

დღის ამბები