29 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
სკრიპალების ოჯახმა დიდი ბრიტანეთი დატოვა

გრუ-ს ყოფილმა პოლკოვნიკმა სერგეი სკრიპალმა და მისმა შვილმა იულიამ, რომლებიც სოლსებერიში მოწამლეს, დიდი ბრიტანეთი დატოვეს.

ამის შესახებ "სანდეი ტაიმსი" მთავრობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, სკრიპალები ახალ ზელანდიაში ჩავიდნენ, სადაც ცხოვრებას ახალი სახელებით აგრძელებენ.

მანამდე კი მამა და შვილი გასაიდუმლოებულ ადგილას 1 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათ უსაფრთხოებას ბრიტანული დაზვერვა უზრუნველყოფდა.

რუსეთის გრუ-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდნენ.

სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.

დღის ამბები