29 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მუჟავაში სამი მოქალაქე დააკავეს

ვრცელდება ინფორმაცია ოკუპირებულ გალთან სასაქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ. ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

გავრცელებული ვერსიით, სოფელ ლიას მკვიდრი სამი მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორშია გადაყვანილი.მათი დაკავება სოფელ მუჟავასთან მოხდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სოფელ ლიას გამგებელი აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

"ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი არაფერი არ მომხდარა. ვიყავი ოჯახში. ველაპარაკე ერთის მამას, მეორის დას. არ დამიდასტურეს ფაქტი. გადავურეკე ნაცნობებს და მსგავსი არაფერი არ გამიგიაო. მე არაფერი არ ვიცი. მუჟავა აქედან 20 კილომეტრიაშია. ინფორმაციას მე ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ. შესაძლოა, მალავენ, იქ ვიღაც ეხმარებოდეს. შესაძლოა არ უნდოდეთ ამის გასაჯაროება," - განუცხადა "კურიერს" სოფელ ლიას გამგებელმა ვახო კვირკველიამ.




დღის ამბები