29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ ორი პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული მერაბ ხიდაშელის და მამუკა გურჩიანის სასამართლო პროცესი დასრულდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 27 ივნისს ჩაინიშნა. მამუკა გურჩიანს ბრალი წაუყენეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, მერაბ ხიდაშელს კი ჯგუფურად განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, თუმცა მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა. დანაშაული 3 ივნისს ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები თავს დაესხნენ მოქალაქეს, რომელსაც ერთ-ერთმა მოგვიანებით დაზიანებები მიაყენა.

ცნობისთვის, ბაგებში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ ხიდაშელის გარდა, კიდევ ერთი პირი, მამუკა გურჩიანი დააკავეს. მერაბ ხიდაშელის ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მამუკა გურჩიანს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა- ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები