29 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
ათწლეულების განმავლობაში დავის საგნად ქცეული საზღვრის პრობლემის გადასაჭრელად ჩინელმა და ინდოელმა გენერლებმა მოლაპარაკებები დაიწყეს

ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში დავის საგნად ქცეული საზღვრის პრობლემის გადასაჭრელად ჩინელმა და ინდოელმა გენერლებმა მოლაპარაკებები დაიწყეს.

როგორც ოფიციალური დელი აცხადებს, ჩინეთი მათ ქვეყანაში შეიჭრა, თუმცა იმავე ტერიტორიას პეკინი საკუთარს უწოდებს.

ორ ქვეყანას შორის, ჰიმალაიში საზღვრის გამო დავა 1960-იანი წლებიდან იღებს სათავეს. 1962 წელს მათ შორის სასაზღვრო ომი გაჩაღდა, რომელიც 2 თვეს გაგრძელდა. კონფლიქტი დასრულდა იმით, რომ ჩინეთმა ცალმხრივად თავისი ჯარი გაიყვანა, თუმცა მას შემდეგ საზღვრის მიმდებარედ შეტაკებები რეგულარულად ხდება.

დღის ამბები