29 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
გაერთიანებულმა ოპოზიციამ შესაძლოა, მაჟორიტარობის კანდიდატები სიმბოლურად 20 ივნისს წარადგინოს

გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეთანხმებული მაჟორიტარი კანდიდატები 20 ივნისამდე უნდა წარადგინოს. როგორც "კურიერის" შაბათის სტუმარი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ამბობს, შესაძლოა ოპოზიციამ თბილისში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები სიმბოლურად სწორედ 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე წარადგინოს. 

"დასამალი არ არის, რომ სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" წევრების სურვილია, თბილისში მაჟორიტარებზე შეთანხმებისა და სრული ერთობის შემთხვევაში, ისინი წარდგენილი იყვნენ სწორედ 20 ივნისს. ეს ჩემი აზრით მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება, რომ თბილისმა გაიგოს, ვინ იბრძოლებს მათი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. 20 ივნისს კი ამისი შანსი არსებობს, შანსს გამოყენება სჭირდება და ვნახოთ, როგორ გამოვიყენებთ,"- აცხადებს ნიკა მელია. 

დღესვე, "კურიერის" შაბათის სტუმარმა ნიკა მელიამ, გასული წლის 20 ივნისის მოვლენები, ერთი წლის თავზე კიდევ ერთხელ შეაჯამა. 

"20 ივნისი ისტორიაში შედის. მე მივხვდი რამ ააღელვა ათასობით ადამიანი მაშინ, ეს იყო რუსული პოლიტიკური ენით საუბარი, რამაც ადამიანები ქუჩაში გამოიყვანა. ეს სიამაყის ამოძახილი იყო. "ქართულ ოცნებას" ეგონა, რომ ამ აქციაზე ოპოზიცია გეგმით იყო და სწორედ ამიტომ შიშით გვესროლა,"- განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები