29 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
გიგა ბოკერია არის კონკურენტი, არაფერი გვაქვს საერთო გარდა იმისა, რომ ოლიგარქია მოსაშორებელი ქვეყნის სადავეებიდან - ნიკა მელია 

"შაბათის კურიერის" სტუმარი, ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გადადგმულ იმ ნაბიჯზე საუბრობს, რომელიც პარტიის მხრიდან თბილისში ორი მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ეხება.   

"ნაციონალური მოძრაობის" ამ განცხადებამ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საერთო კანდიდატების წარსადგენად თანამშრომლობენ, არაერთი შეკითხვა გაუჩინა. მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ეს ინიციატივა მათთან შეუთანხმებელი იყო.

კითხვა გაუჩნდა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგია ბოკერიასაც. შაბათის სტუმარმა "კურიერთან" გიგა ბოკერიაზე, როგორც კონკურენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ახლა განსხვავებულ პოლიტიკას აკეთებენ.

"გიგა ბოკერიას სჩვევია ბუნდოვანი პასუხები. გიგა ბოკერია არის კონკურენტი ჩვენი, ანუ, ის თვლის ასე. მე სხვა პოლიტიკას ვაკეთებ, ვიდრე ის და ის ფიქრობს, რომ სხვა პოლიტიკას აკეთებს სხვანაირად, ვიდრე მე. არაფერი ჩვენ საერთო, ახლა გარდა იმისა, რომ ოლიგარქი არის მოსაშორებელი ამ ქვეყნის სადავეებიდან, არ გვაქვს. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, გავხსენით გზა შესაძლებლობების, იგივე გიგა ბოკერიას. ვისაც მოსწონს ნიკა მელია, მოვა და ნიკა მელიას მისცემს ხმას, ვისაც მოსწონს მამუკა ხაზარაძე და ა.შ." - აცხადებს ნიკა მელია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურისთვის მხარდაჭერის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ნიკა მელიას თქმით, ამ ამბის ტელევიზიის საშუალებით მოსმენა "პოლიტიკურად არაკორექტული" იყო.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ აღვიქვით ისე, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი ადამიანის კერძო უფლება, რომელიც აბსოლუტურად სუვერენულია და ყველას აქვს ამის უფლება. უბრალოდ, როცა პოლიტიკური პარტნიორები ვართ და დიდ როლს თამაშობ ამ ერთობაში, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როდესაც ტელევიზორიდან იგებ და კამპანია ჩაღდება, ეს როგორც მინიმუმ არის პოლიტიკურად არაკორექტული. რაც მოხდა მოხდა, მე მინდა წერტილი დავუსვა ამ ყველაფერს. არ ვგრძნობ თავს კომფორტულად ვისაუბრო ახლა ნეგატიურ კონტექსტში.“ - აცხადებს ნიკა მელია.

 

დღის ამბები