29 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
საბავშვო ბაღების პეტიცია - კერძო ბაღები შეზღუდვების მოხსნასა და სააღმზრდელო პროცესის განახლებას ითხოვენ

შეზღუდვების მოხსნას და სააღმზრდელო პროცესის განახლებას ითხოვენ კერძო ბაღები. სკოლამდელი აღზრდის 60-მდე დაწესებულებამ შესაბამისი მიმართვა მოამზადა და პრემიერ-მინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადააგზავნა.

ბაღების წარმომადგენლებმა იგივე შინაარსის წერილი მერიას, ბაღების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსაც გაუგზავნეს.

ერთობლივი პეტიციით კერძო ბაღები მათთვის რეკომენდაციების შემუშავებას ითხოვენ. აღმზრდელები ამბობენ რომ, მათთვის მუშაობის სპეციალური გრაფიკი უნდა მომზადდეს და ამის შემდეგ მზად არიან, მუშაობა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გააგრძელონ.

კერძო ბაღები ვეღარც იჯარის საფასურს იხდიან, ვერ სრულდება ფინანსური ვალდებულებები, ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაზეც ბაღების ხელმძღვანელები "კურიერთან" საუბრობენ.

კერძი ბაღების პეტიციას მშობლებიც შეუერთდნენ. მიმართვას 1000-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს, მოქალაქეების უმრავლესობას სახლში ბავშვების დატოვების საშუალება არ აქვს.

კერძო ბაღებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს პერიოდში მათ მუშაობის განახლების უფლებას მისცემენ.

დღის ამბები