ვენეციაში უამინდობისა და გადაუღებელი წვიმის შედეგად წყლის დონე ისევ იწევს. დაიტბორა ქალაქის ისტორიული ცენტრის დიდი ნაწილი.
წყლის დონემ 116 სანტიმეტრს მიაღწია. უკვე მეორედ, სან მარკოს მოედანი მთლიანად წყლითაა დაფარული.
ვენეციას მასშტაბურმა წყალდიდობამ ზიანი გასულ წელსაც მიაყენა, რა დროსაც ზიანის საერთო რაოდენობამ მილიარდი ევრო შეადგინა.