29 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
როცა ძალიან გვეშინოდა ინფექციის შემოსვლის, ტრაილერების მოძრაობა და ვაჭრობა ერთი წუთითაც არ შეჩერებულა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ, როდესაც პანდემიის მხრივ ყველაზე რთული ვითარება იყო და არსებობდა შიში იმისა, რომ ქვეყანაში ინფექცია არ შემოსულიყო, მაშინაც კი სხვადასხვა ქვეყნებიდან ტვირთის გადამზიდი ტრაილერების მოძრაობა ერთი წუთითაც არ შეჩერებულა.

პაატა იმნაძის განცხადებით, მსგავსი რეისით მოძრავი მანქანები ყოველდღიურად ლარსიდან და სარფიდან სომხეთში მიემართებიან.

"ახლა, ძირითადი პრობლემა არის სომხეთთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ვრცელდება არა მარტო სომხეთზე, არამედ რუსეთზე იმიტომ, რომ მთელი ეს პერიოდი ყველაზე მძიმე სიტუაცია როცა იყო ჩვენთან ვთქვათ, როცა ძალიან გვეშინოდა არ შემოსულიყო ინფექცია ტრაილერები, ვაჭრობა ერთი წუთითაც არ შეჩერებულა.

სომხეთი, მოგეხსენებათ, ძალიან არის დამოკიდებული ამ მომარაგებაზე. იგივე ჩვენი მძღოლებიც ვინ იყვნენ, ვინც თურქეთიდან საქართველოს გავლით შეიტანა ტვირთები სომხეთში. ასეთი მანქანები არის ძალიან ბევრი ყოველდღიურად ლარსიდან, სარფიდან და ამ მანქანების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება სომხეთში," - აცხადებს პაატა იმნაძე.

ტრანზიტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში როგორ კონტროლდება ინფექციის გავრცელების რისკები - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კითხვაზე "ღამის კურიერის" ეთერში უპასუხა.

პაატა იმნაძის თქმით, შექმნილია სპეციალური 3 პუნქტი, სადაც ტრაილერების მძღოლებს შეუძლიათ გაჩერდნენ. მათ პოლიცია ერთბაშად აგროვებს და ისინი საქართველოს ტერიტორიას გაუჩერებლად კოლონებად გადიან.

"რისკების კონტროლი, თუ ეს არის ტრანზიტული ტვირთი, 3 წერტილი არის გამოყოფილი საქართველოში, სადაც შეიძლება, რომ ცოტა ხნით გაჩერდნენ და ვთქვათ დაისვენონ.

პოლიცია აგროვებს ამ ტრანზიტულ მანქანებს და კოლონებად გადიან ისინი საქართველოს ტერიტორიას, პრაქტიკულად, გაუჩერებლად. ის მძღოლები, რომლებიც ჩვენთან შემოდიან და რჩებიან, ყველანი გადიან ტესტირებას საზღვარზე შემოსვლისას და ამ ტესტირების შემდეგ მათ შეუძლიათ 3 დღე, თუ უკან არ გადიან - დარჩნენ ქვეყანაში, თუ 3 დღეზე მეტ ხანს რჩებიან - კარანტინში გადადიან, "- აცხადებს პაატა იმნაძე.

დღის ამბები