29 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
ვინც ეკონომიკასა და ადამიანის სიცოცხლეს შორის აკეთებს არჩევანს და ირჩევს ეკონომიკას, წაგებული რჩება -პაატა იმნაძე

ის, რომ კორონვირუსის პანდემიის გამო საქართველოში ეკონომიკა გაჩერებული იყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მსგავსი ეპიდსიტუაციის დროს ეკონომიკის გაჩერება ლოგიკურია.

როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, როდესაც ქვეყანას ეკონომიკასა და ადამიანის სიცოცხლეს შორის არჩევნის გაკეთება უწევს და ეკონომიკას ირჩევს, ყოველთვის დაზარალებული რჩება.

"ჩვენზე კრიტიკა მოდიოდა, რომ გავაჩერეთ ქვეყანა და გავაჩერეთ ეკონომიკა. ვინც ეკონომიკასა და ადამიანის სიცოცხლეს შორის აკეთებს არჩევანს და ირჩევს ეკონომიკას იქ რჩება წაგებული. ეს არის ეპიდემიოლოგების ანა-ბანა.

ჩვენ, როდესაც ვამბობთ, რომ თანდათან ამუშავდებოდა ქვეყანაში ყველაფერი, ფრთხილად ვეკიდებოდით ამ ყველაფერს. ადამიანებს მუდმივად ვეუბნებით, რომ კორონასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამას უამრავი დისკომფორტი ახლავს თან,"- განაცხადა "ღამის კურიერთან" პაატა იმნაძემ.

დღის ამბები