29 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე არ მოგვწონს ბევრ საკითხში, მაგრამ ქალბატონი ზურაბიშვილი დიდი საფრთხე იყო ქვეყნისთვის - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია "ღამის კურიერის" ეთერში საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს. მისი თქმით, საზოგადოებაში არიან ამომრჩევლები, რომლის შეხედულებებიც მისგან ძალიან განსხვავებულია. ის ამბობს, რომ ბევრ მათგანს ლეგიტიმური შიშის გამო არასწორი დასკვნა გამოაქვს.

გიგა ბოკერიას თქმით "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერებს ეცოდინებათ, რომ მცირე მთავრობასა და გადასახადების დაწევას უჭერენ მხარს.

"დიახ ჩვენ საზოგადოებაში არიან ამომრჩევლები, რომლებსაც ჩემგან ძალიან განსხვავებული შეხედულება აქვთ საგარეო პოლიტიკაზე. ზოგს ლეგიტიმური შიშის გამო არასწორი დასკვნა გამოაქვს, ზოგი კიდევ უფრო შორს არის ჩემი შეხედულებებისგან. მათაც აქვთ ადგილი ჩვენს დემოკრატიაში, ოღონდ ისინი უმრავლესობაში ვერასოდეს ვერ მოვლენ. ეს ვარაუდიც არის, სურვილიც, და რეალობაც ასეთია.

მრავალფეროვნების გამომხატველი გონივრული კომპრომისი იქნება მიღწეული და ყველა ამომრჩეველს ეცოდინება, ვინც "ევროპულ საქართველოს" უჭერს მხარს სწორად ხო, იმიტომ, რომ უჭერს მხარს მცირე მთავრობას, გადასახადების დაწევას, მეტ სამოქალაქო თავისუფლებას, სეკულარულ სახელმწიფოს.

ჩვენ ავუხსნით ჩვენ ამომრჩეველს, რომ აი ამ ოლქში ჩვენ არ გვყავს მაჟორიტარი და იქ არის იმ პარტიიდან მაჟორიტარი, რომელსაც შეიძლება თქვენ არ ეთანხმებით, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანა ნორმალურად განვითარდეს, რომ რისკები შევამციროთ მოგვეცით ჩვენ ხმა პროპორციულში," - აცხადებს გიგა ბოკერია.

კანდიდატი, რომელიც დიამეტრალურად განსხვავდება თქვენი პლატფორმისგან, თუმცა თქვენ გინდათ, რომ ამ კანდიდატს თქვენმა ამომრჩეველმა მისცეს ხმა - კითხვაზე გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში უპასუხა. "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მათი პოზიციები გრიგოლ ვაშაძისგან სრულიად განსხვავდება, თუმცა მხარეებმა ერთმანეთს ერთ საკითხში გაუგეს - სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

მან ასევე გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილს და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ყველა ის ადამიანი გააერთიანა ერთი იდეის გარშემო, რომლებსაც ერთმანეთი არ მოსწონდათ და ამით მრავალი საფრთხე შეუქმნა ქვეყანას როგორც სამოქალაქო თავისუფლების თვალსაზრისით, ასევე სტაბილურობის მხრივაც.

"გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა ჩვენმა ამომრჩეველმა, რომელიც ძალიან არ მოგვწონდა და არ მოგვწონს ბევრ საკითხში, მაგრამ ძალიან კარგად გაგვიგეს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი იმხელა საფრთხე იყო ქვეყნისთვის და სამწუხაროდ ეს დადასტურდა. ახლაც არ მოგვწონს გრიგოლ ვაშაძის პოზიციები ჩვენ.

ბატონმა ივანიშვილმა მოახერხა, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ერთმანეთი არ მოსწონდათ წარსულში, აწმყოში და შეიძლება მომავალშიც არ მოსწონდეს, იმხელა საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო თავისუფლებას, სტაბილურობას, განცდას, რომ საერთოდ აზრი აქვს პოლიტიკაში ყოფნას თუ არა ნორმალურ პირობებში, ყველა გააერთიანა ამ იდეის გარშემო. სხვათა შორის ის იდეა, რის გარშემოც ყველა ეს ხალხი გაერთიანდა ჩემი აზრით არის ძალიან რაციონალური, რომ ჩვენ გამოვიარეთ ჯერ ერთი ხელისუფლება, რომელშიც მე ვიყავი, სადაც ერთ გუნდს პოლიტიკური ხედვით და პოლიტიკური ღირებულებებით ჰქონდა გაუწონასწორებელი ძალაუფლება.

ახლა გადავედით ვითარებაში, როდესაც არის ერთი ოლიგარქი, რომელიც ზის სახლში და მის ხუშტურზე, აი ცუდ ხასიათზე რომ გაიღვიძებს შეუძლია, რომ მოხსნას. ყველამ გააკეთა დასკვნა, რომ ძალაუფლება ზედმეტი ვინმეს ხელში, გინდ გუნდი იყოს ეს ხედვით, გინდ ერთი კაცი - კიდევ უფრო უარესი ბევრად, არის სახიფათო," - აცხადებს გიგა ბოკერია.

დღის ამბები