29 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
თქვენ პერსონალურ ბედში უარყოფითი როლი მქონდა, ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მედია არასაკმარისად თავისუფალი იყო - გიგა ბოკერია ირაკლი იმნაიშვილს

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში კითვაზე- იყო თუ არა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მედია თავისუფალი, პასუხობს რომ -არა.

როდესაც თქვენ ხელისუფლებაში იყავით მედია თავისუფალი იყო? -ამ კითხვით მიმართა წამყვანმა გიგა ბოკერიას.

"არა, არასაკმარისად, ბეჭდური მედია იყო თავისუფალი, სატელევიზიო მედიაში ცალკეული ტელევიზიები დომინირებული იყო, ბოლოს კი, მთლიანად პრო-სახელისუფლებო პოზიციით,"- ამბობს გიგა ბოკერია.

იმაზე, თუ რა როლი ჰქონდა მედიის თავისუფლების საკითხში გიგა ბოკერიას და როგორ აკონტროლებდა ის, ამ საკითხს, გიგა ბოკერიამ ირაკლი იმნაიშვილს მიმართა და უთხრა, რომ  პირადად, მასთან მიმართებაში,  უარყოფითი როლი ჰქონდა.

"თქვენს პერსონალურ ბედში, უარყოფითი როლი მქონდა, რადგან ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ეს ასე არ ყოფილიყო. ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელისუფლებაშია, მაშინ, როდესაც მედიას აკრიტიკებს. ასევე, როდესაც ხელისუფლებაში ხარ და დემოკრატიის ტრადიცია არ გაქვს და ყველა სიტყვას შეიძლება ქმედება მოჰყვეს, აუცილებლად ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო. ეს გამოცდილება, სამწუხაროდ საკუთარი გამოცდილების ხარჯზე მეც დავაგროვე და მთლიანად ჩვენმა გუნდმაც,"- განაცხადა გიგა 

ის, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ ეს იყო ცენზურა და ამაზე მთლიანად სისტემა იყო აწყობილი - ამაზე კონკრეტულად საუბარს აპირებთ არჩევნების დროს?

"ჩვენი მოქმედების შემდეგი ნაბიჯი იქნება იმის გააზრება, თუ რა იყო არასწორად გაკეთებული. მე რაც ვთქვი მედიის თავისუფლებაზე, რომელიც წინა ხელისუფლებაში იყო - ეს სერიოზული თვითაღიარებაა. მაგრამ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის პრობლემები, რომელიც სხვა ხასიათის არის. წინ კი არ წავიწიეთ ამ თვალსაზრისით, ამ ტელევიზიის ისტორიაც ამის ნაწილია.  ამდენი წლის მერე გვაქვს იგივე პრობლემები, რაც ჩვენი ხელისუფლების დროს იყო, ვგულისხმობ ცენზურას, ის, რომ ეს ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მძიმე პრობლემად დადგა, ეს ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. თუმცა, ეს ვერ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ ამდენი წლის შემდეგ, წინ ვერ წავიწიეთ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში ტელეკომპანია "მზეზე" და მის ბოლოდროინდელ მფლობელ ბეჟუაშვილზეც ისაუბრა.

მან ბეჟუაშვილი იმ კონტექსტში ახსენა, რომ მედიის თავისუფლების ხარისხს, იმ პერიოდში სწორედ ასეთი მსხვილი ბიზნესმენი აკონტროლდებდა. გიგა ბოკერიას თქმით, მან ტელევიზიაში შესვლა თავად გადაწყვიტა. 

"ყოველთვის, როდესაც არ არსებობს ტრადიცია დამოუკიდებელი სასმართლოსა და მედიის  და როდესაც ოლიგარქები პოლიტიკურ თამაშში შედიან, ყველა ვარიანტში, ამ ტიპის კომბინაციები, რომ  ოლიგარქმა რაღაც რაღაცაში გაცვალოს, როგორც ეს თქვენი ტელევიზიის შემთხვევაში მოხდა, რომელსაც მაშინ "მზე" ერქვა, ამ შემთხვევაში, იყო ოლიგარქი ჩხარტიშვილი, ვინც ხელისუფლებასთან ვაჭრობდა და ერთ-ერთ ბიზნესმენთან ბიზნესწილი გააკეთა. ეს ბიზნესმენი ვიტყვი, რომ ბეჟუაშვილი იყო. მას გავლენა უნდოდა ჰქონოდა მედიაზე და სწორედ ამიტომ მივიდა იქ. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ვითარებაზე, სადაც ერთი პოლიტიკური მოთამაშეა, რომელსაც თუ გაუვიდა, ცდილობს ყველანაირ მედიაში ჰქონდეს დომინაცია. ტელეკომოპანია "მზის" ბედიც ამ მცდელობის მაგალითი იყო,""განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები