29 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
დაპირისპირება ვარკეთილში - დედაქალაქის მერს სამოქალაქო აქტივისტები და ლაშა ჩხარტიშვილი შეძახილებით და საყვირებით დახვდნენ

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ვარკეთილში - დაპირისპირების მიზეზი სკვერია.

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და სამოქალაქო აქტივისტები სკვერის გახსნისას დედაქალაქის მერს შეძახილებით და საყვირებით დახვდნენ.

"აქციის უფლება აქვს ყველას, მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებას. მერიის თანამშრომლები კი სჩადიან დანაშაულს, რადგან მშვიდობიანი შეკრების შელახვა კანონდარღვევას წარმოადგენს,"- აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი. 

ადგილზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცველებმა აქტივისტები ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქტივისტები მერს დედაქალაქში უკანონო მშენებლობების შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

საუბარია "ანას ბაღზე", რომელზეც დიდი ხანია დავა მიმდინარეობს. კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკურმა ოპონენტებმა მას პროვოკაცია მოუწყვეს.

"მოსახლეობას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერთან. ორი თაღლითი "ნაციონალი" იყო მოსული, რომლებსაც სურდათ პროვოკაცია დაეგეგმათ, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. 

დღის ამბები