29 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ჯერჯერობით მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ კორონავირუსული ინფექცია კავასაკის სინდრომს იწვევს, არ არსებობს - ამირან გამყრელიძე

იწვევს თუ არა კორონავირუსული ინფექცია კავასაკის სინდრომს ბავშვებში - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ამის მყარი მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს.

"ახლა ბევრი მსჯელობაა, ხომ არ იწვევს ბავშვებში კავასაკის სინდრომს კორონავირუსული ინფექცია, ზოგადად კავასაკის სინდრომი მოგეხსენებათ ვლინდება განსაკუთრებით ბავშვებში სხვადასხვა ვირუსული ინფექციების დროს. რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული, მაგრამ ჯერჯერობით იმის მყარი მტკიცებულებები, რომ კორონავირუსული ინფექცია კავასაკის სინდრომს იწვევს, არ გახლავთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები