კორონავირუსის გავრცელების დინამიკა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში მაღალია. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი 9 000-მდე ადამიანს დაუდგინდა.
ქვეყანაში ვაქცინის გამოცდა მოხალისეებზე დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცდებში მონაწილეობისთვის თითოეული მოქალაქე 100 000 რუბლს მიიღებს. COVID ინფექციის შემთხვევების საერთო რიცხვი 26 000-მდე გაიზარდა უკრაინაში.
კვლავ რთული ვითარებაა სომხეთში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსის 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თურქეთში კი ამ დრომდე ინფექციის 168 000-მდე ფაქტი ფიქსირდება.