29 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
გიორგი გახარიამ ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა. გიორგი გახარია სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, თამარ არჩვაძის ინფორმაციით, აეროპორტის ახალი ტერმინალის გაფართოების მეორე ეტაპი დასრულდა, რაც მშენებლობას და მწვანე სახურავის მოწყობას ითვალისწინებდა.

მისი ინფორმაციით, გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც კორონავირუსის გამო შეფერხდა. ასევე მიმდინარეობს საბარგო სისტემის მოწყობა. შემდეგ მოეწყობა ახალი და ძველი ნაწილები და აეროპორტი მალე შეძლებს მიიღოს 1 200 ადამიანი, რაც 4-ჯერ აღემატება იმას, რაც იყო.

ამ დრომდე სამუშაოებზე 92 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც მშენებლობას, აღჭურვილობას და ინფრასტრუქტურას გულისხმობს. ჯამში ბიუჯეტი 114 მილიონია. ტერმინალი, სავარაუდოდ, შემოდგომას გაიხსნება, ძველ ტერმინალთან შეერთება კი 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

დღის ამბები