29 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ე.წ. საბურთალოს კლასტერის 2 ახალი შემთხვევიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, მას ქრონიკული დაავადებები აქვს - მაკა სოლოღაშვილი 

კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში დღეს კიდევ 4-ით გაიზარდა. ინფიცირებულებიდან 2 ვირუსის გავრცელების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ე.წ. საბურთალოს კლასტერის სახელით არის ცნობილი.

როგორც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი ამბობს, მათ კლინიკაში მოთავსებული 2 ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან მისი ანამნეზი დატვირთულია ქრონიკული დაავადებებით.

"ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 42 პაციენტი. აქედან 23-ს აქვს დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზი. 5 ბავშვია, დანარჩენი მოზრდილი.

დაგვემატა გუშინ 2 პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით, ჩვენს კლინიკაში დაუდასტურდათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტია საყურადღებო, რომელიც დატვირთულია ქრონიკული დაავადებებით. ეს ორი პაციენტი არის საბურთალოს კლასტერიდან," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა,

დღის ამბები