29 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
რუსთავის მერის მოადგილეს გოჩა ლორიას სცემეს - ინციდენტი მერიის შენობაში მოხდა

რუსთავის მერის მოადგილეს სცემეს. გოჩა ლორიას ფიზიკური დაზიანებები ერთ-ერთმა მოქალაქემ მერიის შენობაში მიაყენა. არსებული ინფორმაცით, დანაშაული საჯარო მოხელის საქმიანობას უკავშირდება.

უკვე გაკეთდა პირველი განმარტება რუსთავის მერიის ადმინისტრაციის მხრიდანაც.

"მერის ადმინისტრაციის შენობაში გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. საქმე გადაცემულ იქნა სამართალდამცველი ორგანოებისთვის და მიმდინარეობს გამოძიება,"- განაცხადა რუსთავის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. მან მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ძალადობის ფაქტი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. მომხდარის გამო დაკავებულია ერთი პირი.

"კურიერის" ინფორმაციით, გოჩა ლორიას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარებაც. 

საქმე საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები