ნორვეგიის ჩრდილოეთით მეწყერმა 8 საცხოვრებელი სახლი ზღვაში ჩაიტანა. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახლო მდებარე ტერიტორიიდან ერთი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.