29 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა დემოკრატიისთვის - კარლ ჰარცელი

8 მარტის შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის განცხადებით, ამ დღეს საქართველოში მოქმედმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ეხებოდა არა მარტო საარჩევნო სისტემის შეცვლას მომავალი არჩევნებისთვის, არამედ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური მიკერძოების დაუშვებლობას.

ელჩის თქმით, 8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის, მწამს, რომ ის წარმატებით შესრულდება. კარლ ჰარცელმა მოქალაქეების ვიდეო შეკითხვებს უპასუხა. მან საქართველო-ევროკავშუირის ურთიერთობებზე და პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მიღწევებზეც ისაუბრა.

"მართლმსაჯულების მიმართ ნდობაზე საუბრისას, მსურს კიდევ ერთი ასპექტი დავასახელო, რომელიც 8 მარტის შეთანხმებასთან არის დაკავშირებული. ამ დღეს საქართველოში მოქმედმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ეხებოდა არა მარტო საარჩევნო სისტემის შეცვლას მომავალი არჩევნებისთვის, არამედ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური მიკერძოების დაუშვებლობას. ჩემი აზით, ეს არის პირობა, რომელიც ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საარჩევნო წელს გამოირიცხოს ასეთი შემთხვევები, გაჩნდეს ნდობა და უზრუნველყოფილ იქნეს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს არის ის, რასაც ეს ქვეყანა და მისი მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ.

გასული კვირების განმავლობაში მე მომეცა შესაძლებლობა, საკუთარი აზრი გამომეთქვა ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ვინაიდან მიმაჩნია, რომ თავად 8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის, მწამს, რომ ის წარმატებით შესრულდება," - განაცხადა ჰარცელმა

დღის ამბები