29 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
კანის კინოფესტივალის მთავარ სექციაში დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი "დასაწყისი" მოხვდა

კანის კინოფესტივალის მთავარ სექციაში დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი "დასაწყისი" მოხვდა. ჯერ კიდევ 2014 წელს,. როდესაც დეა კოლუმბიის უნივერსიტეტის კინო ხელოვნების პირველ კურსზე იყო, მისი სადებიუტო სურათი "უხილავი სივრცეები" ასევე კანის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში აჩვენეს.

საერთაშორისო კინოფესტივალი დეას ცხოვრების თანმდევი აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ, უკვე 2016 წელს მისი გვარი რეჟისორთა ორკვირეულის სექციაში დაფიქსირდა. მაშინ კანში შეკრებილ კინოს წარმომადგენლებს მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლეთა" აჩვენეს.

ქართველი რეჟისორის ნამუშევარი "დასაწყისი" უეს ანდერსონის, ფრანსუა ოზონის, სტივ მაქუინის და სხვა რეჟისორების ფილმებთან ერთად მოხვდა.

ფილმის ფაბულა კალისა და კაცის ურთიერთობაზეა აგებული, იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა და ის საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.

ფილმის გადაღებები ლაგოდეხში მიმდინარეობდა და პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს. ისევე როგორც დანარჩენ ნამუშევრებზე ამ ფილმზეც დეა კულუმბეგაშვილთან ერთად რატი ონელმა იმუშავა. "დასაწყისი " ქართულ ფრანგულ კოპროდუქციას წარმოადგენს და ის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ტრადიციული ფორმის გვერდის ავლით ჩატარდება. რაც გულისხმობს, რომ ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდებიან ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. და ეს იქნება "კანი კედლებს მიღმა".

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები