29 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
აშშ-ს მთავრობის გადაწყვეტილებით USAID-ი საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემცირებისთვის USAID-ი საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება - ამის შესახებ ინფორმაცია USAID/Georgia-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარდაჭერა მოიცავს  სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემას, სწრაფი რეაგირების ჯგუფების ხელშეწყობას, ინფექციის კონტროლს, ვირუსის გავრცელების პრევენციას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციის გაძლიერებას. 

"ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემცირებისთვის USAID-საქართველოს კიდევ 1 მილიონი დოლარით დაეხმარება. ეს მხარდაჭერა, რომელიც განხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) პარტნიორობით, მოიცავს სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემას, სწრაფი რეაგირების ჯგუფების ხელშეწყობას, ინფექციის კონტროლს, ვირუსის გავრცელების პრევენციას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციის გაძლიერებას" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები