29 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ბაგებში - ადვოკატის თქმით, დავით ხიდაშელის დაკავების კანონიერი საფუძველი არ არსებობს

ბაგებში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავებული მერაბ ხიდაშელი ბარ "არტ ჰაუსის" ერთ-ერთი მთავარი მეწილეა. უთანხმოება სწორედ კომპანიის წილებს მოჰყვა. მერაბ ხიდაშელმა და გიორგი წიკლაურმა ამ საკითხზე იჩხუბეს, დაპირისპირებას კი სროლა მოჰყვა.

მერაბ ხიდაშელს საგამოძიებო უწყება ჯგუფურ ძალადობას ედავება. თავად დაკავებული კი თვლის, რომ ის უკანონოდ დააკავეს. რა კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნიათ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ჯერჯერობით უცნობია.

ბაგებში მომხდარ ურთიერთ და ფიზიკურ დაპირისპირებაში ასევე გიორგი წიკლაური და ირაკლი პაპავა მონაწილეობდნენ. 

"კურიერი" დაკავებული მერაბ ხიდაშელის ადვოკატს ესაუბრა. უფლებადამცველი დავით კორკოტაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონობის მსხვერპლია და მისის დაკავების არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. ადვოკატის მტკიცებით, დაკავებული შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, თუმცა არანაირ გარჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.

"დაკავების არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. უკანონობის მსხვერპლია მერაბ ხიდაშელი, თამამად შემიძლია განვაცხადო. თითქოს და ჯგუფური ძალადობა განახორციელა, თუმცა ვის მიმართ კონკრეტულად, ჯერ ფორმულირებული არა აქვს თვითონ გამოძიებას.

შემთხვევის ადგილზე იყო, თუმცა არავითარი მონაწილეობა არ მიუღია საერთოდ, არც გარჩევაში. როგორც კი ატყდა სროლები მისი განმარტებით, მას ეგონა, რომ მასზე ხდებოდა თავდასხმა ისე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, გასროლები და შემთხვევის ადგილები თვითონ დატოვა, გამოიქცა, თავს უშველა. წიკლაურს უნდა შეხვედროდა და შემდგომ ატყდა სროლა. წიკლაური მისი არავითარი მეგობარი არ არის," - განაცხადა მერაბ ხიდაშელის ადვოკატმა.

ბაგებში, სადაც ორი მამაკაცი დაიჭრა, ექსპერტ-კრიმინალისტები გუშინ გვიან ღამემდე მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი ავტომობილიც გაჩხრიკეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

დღის ამბები