29 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
როდის აღდგება გერმანიასთან ფრენები - ნათია თურნავამ და გერმანიის ეკონომიკის საპარლამენტო მდივანმა ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს

როდის აღდგება გერმანიასთან ფრენები? - ორმხრივი ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის საკითხები დღეს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და გერმანიის ეკონომიკის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. ნათია თურნავამ და თომას ბარაისმა ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი იყო, რადგან ამ დღეებში ევროკავშირში მიიღება საერთო გადაწყვეტილება, თუ რა საერთო მიდგომა ექნებათ ევროპულ ქვეყნებს და საერთო პროტოკოლი იქნება ტურიზმის დაწყების თვალსაზრისით. ძალიან პოზიტიური განწყობაა გერმანიის მხრიდან. გერმანია ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერია ბევრ მნიშვნელოვან საკითხში, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ტურისტები იქნებიან იმ საერთაშორისო მოგზაურთა შორის, რომლებიც პირველები ესტუმრებიან საქართველოს. ჩვენ გერმანულ მხარეს გავაცანით საქართველოში არსებული ვითარება და ვუთხარით და მზად ვართ, პირველი ივლისიდან პირველ საერთაშორისო სტუმრებს ვუმასპინძლოთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია. 

დღის ამბები