29 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
პირადობა და პასპორტი ისევ "ჩიპის" შემცველი იქნება - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ ელექტრონული მატარებლით ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესი არ შეცვალა. პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების ნანა სეფაშვილისა და ია რეხვიაშვილის სარჩელი. სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად გასული წლის 26 დეკემბერს მიიღო.

მოსარჩელეებს, ნანა სეფაშვილსა და ია რეხვიაშვილს არაკონსტიტუციურად მიაჩნდათ ნორმა პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის შესახებ. მათი მტკიცებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის ("ჩიპის") შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების მასობრივი კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. 
მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას. ამასთანავე  მათი შეფასებით ეს ნორმა ეწინააღმდეგება პირთა რწმენის თავისუფლებას.

დღის ამბები