29 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
იმედი გვაქვს ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანელებთან და ამასთან ერთად სიმართლეც დადგინდება - მეუფე შიო დავით გარეჯზე

გარეჯობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა. კომპლექსის გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სადაოა და იქ გადაადგილება შეზღუდულია:

"რა თქმა უნდა დღეს ვფიქრობთ იმ ორ მონასტერზე რომელიც არის დავით გარეჯის მახლობლად, ეს არის უდაბნო და ჩიჩხიტური. ეს ორი სავანეა, რომელიც არის ისტორიულად ქართული ქართული ძეგლები და თვით ღირსი დავით გარეჯელის დროინდელია, მისი და მისი თანამოღვაწეების დაარსებულია  და სამწუხაროდ დღეს ჩვენ იქ ვერ ავდივართ და ვერ ვლოცულობთ, ვერ ვწირავთ.

დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება სულ მალე შეიცვალოს. თქვენ იცით, რომ მუშაობს ორმხრივი კომისია, ჩვენ როგორც ვიცით, ეს ახალი კომისია ბევრად უფრო პრინციპულია ვიდრე წინა პერიოდში იყო და იმედი გვაქვს, დადგინდება სიმართლე და ჩვენ შევძლებთ იქ წირვა-ლოცვის აღსრულებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც არის აზერბაიჯანელებთან და ამასთან ერთად სიმართლეც დადგინდება,"- განაცხადა მეუფე შიომ.

დღის ამბები