29 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ჩინეთის სამხრეთ ნაწილში სკოლაზე თავდასხმა მოხდა - დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში სკოლაზე თავდასხმა მოხდა, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და სკოლის თანამშრომლები. ამის შესახებ "დოიჩე ველე“ წერს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით კი, დანით შეიარაღებული 50 წლის მამაკაცი სკოლაში შეიჭრა და მოსწავლეებსა და თანამშრომლებს თავს დაესხა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი ამავე სკოლაში დაცვის თანამშრომელია. ის პოლიციამ დააკავა. თავდასხმის მოტივი ჯერ დაუდგენელია.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულთა უმეტესობა ექვს წლამდე ასაკის ბავშვები არიან. მძიმეა ერთ-ერთი მოსწავლის, ასევე სკოლის დირექტორისა და დაცვის ერთი თანამშრომლის მდგომარეობა.


 

დღის ამბები