29 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
ადგილობრივი კომპანიებისთვის, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ სახელმწიფო საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტორი იქნება - პრემიერი

კომპანიებს, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ, სახელმწიფო საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით მხარში დაუდგება, ხოლო იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სესხი უკვე აღებული აქვთ, სახელმწიფო 30 პროცენტის გარანტორი იქნება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობაა.

"დღეს გამოტანილი გვაქვს რამდენიმე საკითხი - პირველ რიგში, ეს ეხება საკრედიტო-საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებას. ეს გახლავთ ერთ-ერთი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს.

აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით.ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის დატოვების ყველაზე ეფექტური და სწრაფი შესაძლებლობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები