29 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ეჭვმიტანილი ნაცემია

სპეცოპერაცია ზუგდიდში - სამართალდამცველებმა ორი პირი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, ისინი მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ.

პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით 3 500 დოლარი ამოიღო, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი.

"მამაჩემია დაკავებული, არ ვიცით რაზე. სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. გვერდზე სახლში, სადაც ბებიაჩემი ცხოვრობს, იქ არის ამოღებული რაღაც ტყვიები. არ განუმარტავთ ბრალი რაში ედებოდა. გვითხრეს, რომ დაახლოებით 1-2 დღეში გავიგებდით. ბრალდება რაც იყო წაყენებული, ჩვენთვის უცნობი იყო. ვიცი, რომ ნაცემია," - ერთ-ერთი დაკავებულის შვილმა. 

ერთ-ერთი დაკავებულის დედის მტკიცებით, მისი შვილი სამხარეო პოლიციაში ნახა და მას ცემის კვალი ეტყობა.

გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

 

დღის ამბები