29 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ბაგებში სროლის დროს დაჭრილი ორი შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ბაგებში სროლის დროს დაჭრილი ორი შუახნის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ორივე დაშავებულს ცეცხლნასროლი ჭრილობები ფეხების არეში აღენიშნებოდათ.

ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იქნა შემოყვანილი ორი საშუალო ასაკის მამაკაცი. ერთ-ერთ მათგანს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, მცირე ძვლის დაზიანებით. ის გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას აღენიშნებოდა მარცხნივ ბარძაყის უკანა ზედაპირზე ნაკვეთი საშუალო ზომის ჭრილობა, რომლესაც ასევე ჩაუტარდება ოპერაციული მკურნალობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ ფერაძემ.

ბაგებში სროლა, სავარაუდოდ სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცებმა ჩხუბის დროს გაისროლეს. შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები