29 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ნუცუბიძის პლატოზე დაშავებული ექსპერტის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისთვის დენის დარტყმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტი ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე ორი დღის წინ აფეთქებული გაზგასამართი სადგურის შესამოწმებლად ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მისულები, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

დაშავებული მამაკაცი ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დღის ამბები