29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
მე არ მსურს ვაშინგტონის ქუჩებში შეიარაღებული სამხედროები ვიხილო - ვაშინგტონის მერი საპროტესტო გამოსვლებზე

შტატებში რასიზმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. რამდენიმე ქალაქში აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაკავებულია ასობით დემონსტრანტი.

"ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება - პროტესტის ჩასახშობად გამოყენებული იყოს სამხედრო ძალები. მე არ მსურს ვაშინგტონის ქუჩებში შეიარაღებული სამხედროები ვიხილო. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, როცა პოლიცია იქნება ის შეიარაღებული თუ არა, როცა არ იზიარებს ჩვენს საერთო ღირებულებებს," - აცხადებს ვაშინგტონის მერი, მიურიელ ბოუზერი.  

მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს გაეროს გენერალური მდივანი. ანტონიო გუტიერეშიც აცხადებს, რომ ნიუ-იორკის ქუჩებში ძალადობით გულგატეხილია. აუცილებელია პროტესტი მშვიდობიანი გზით იყოს გამოხატული. 

აშშ-ში აქტივისტები უკვე მე-8 დღეა პოლიციის მხრიდან აფროამერიკელების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ. 40-მდე ქალაქში, მათ შორის ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში კომენდანტის საათია გამოცხადებული. ამერიკის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დემონსტრაციების დროს კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობენ.

შტატების ქალაქ პორტლენდში ათასობით დემონსტრანტი ჯორჯ ფლოიდის საქმეზე სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს.   

დღის ამბები