ინდოეთში მეწყერს 21 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაშავდა 10-მდე ადამიანი. სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შესაძლოა სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს. პარალელურად, ინდოეთის დასავლეთ სანაპიროს ციკლონი უახლოვდება, ევაკუირებულია 100 ათასამდე ადგილობრივი. უსაფრთხოების მიზნით, მუმბაიში შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.