საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 800-ს შეადგენს.
stopcov.ge-ზე განახლებული COVID ინფექციის სტატისტიკის თანახმად, 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და მონაცემი 640 გახდა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში რჩება 2 424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 - პირი.
საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის ერთი გუშინ, პაციენტი მკურნალობას თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.
ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.