29 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
კორონავირუსის ბოლო დადასტურებულ შემთხვევათა შორის 3 ტრაილერის მძღოლია, ხოლო ერთი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის ბოლო დადასტურებულ შემთხვევათა შორის 3 ტრაილერის მძღოლია, ხოლო ერთი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან. ამირან გამყრელიძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გადაყვანილი არიან სტაციონარში, 3 არის ტრაილერის მძღოლი, ოღონდ არა საქართველოს მოქალაქეები, ერთი გახლავთ იმ კლასტერიდან, რომელიც ბოლოს ჩამოყალიბდა. გვაქვს მეცამეტე გარდაცვალების შემთხვევა, 76 წლის მამაკაცია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან, სადაც ყველაზე სერიოზული დაზიანება გვაქვს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები