29 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ოპოზიციის მაგიდასთან კვორუმი შედგა - თაკო ჩარკვიანი გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად დაყენების შესახებ

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძის პრემიერის კანდიდატურაზე წარდგენასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წევრებიც საქმის კურსში იყვნენ.

თაკო ჩარკვიანმა განმარტა, რომ საკითხი კენჭისყრაზე არ გატანილა, თუმცა მან ეს ვარიანტი კოლეგებს შესთავაზა. მისივე თქმით, არცერთ პოლიტიკოსს გიორგი ვაშაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა ითქვა, რომ დაელოდებოდნენ სხვა კანდიდატებსაც და მათგან ყველაზე ოპტიმალური შეირჩეოდა. 

"ეს ვთქვი ეთერში, წამოვედი და მაგიდასთან განვიხილე. ამ მაგიდასთან ქვორუმი შედგა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო არც საბოლოო ვარიანტი, არც ხელის აწევით დადასტურება, ეს იყო რიგითი, სამუშაო შეხვედრა, სადაც მე ეს საკითხი დავაყენე და მივმართე ასე - კოლეგებო, მინდა ჩემი აზრი მოგახსენოთ, ხომ არ წამოვწიოთ, მე მომწონს, მაგრამ სხვა კანდიდატურებიც თუ დადგება და სხვა პერსონებზე იქნება საუბარი, რა თქმა უნდა, პროცესისთვის რაც უფრო უკეთესი იქნება, იმ კარგ ქართველს გაუმარჯოს. ციტირებას ვახდენ.

თანხმობა არ ყოფილა, რადგან საკითხი არ დამდგარა კენჭისყრაზე. არც ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა იმ მაგიდასთან, რომელმაც რაიმე პატარა პროტესტი მაინც გამოთქვა, რადგან მე იქვე დავაყოლე, რადგან ეს არ იყო კენჭისყრა, ეს იყო ჩემ მიერ შეთავაზება.

ჯერ სხვა არ დასახელებულა. სანამ გამოჩნდება, ისეთი ამბავი ატყდა წარმოუდგენელი ინტონაციით, ეს ტონალობა ვფიქრობ, საერთოდ მოსაცილებელია ქართული პოლიტიკიდან, ასეთი იმპერატიული ტონალობა ბევრისგან გვაქვს მოსმენილი და არცერთ ხელისუფლებას არ გამოადგა. ვფიქრობ, ეს თემა ხელოვნურადაა შემდეგ წამოწეული,"-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები