29 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ბოკერიამ ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლობისტურ კომპანიებში დახარჯა - ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია ბიუჯეტიდან ფულის გაფლანგვაში დაადანაშაულა.

კითხვაზე, თუ რატომ არ გამოიძია ეს საკითხი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: "მე არ ვარ პროკურორი, მიმართეთ პროკურატურას, მე არ ვიცი, მაგაზე პასუხი არ მაქვს."

"ბატონმა ბოკერიამ, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გამოირჩევა ბრალდებებით, მოგეხსენებათ, რომ ცნობილი ფაქტია, რამდენიმე ათეული ლარი ბიუჯეტიდან წაიღო და ლობისტურ კომპანიებში დახარჯა,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები