თბილისში, გლდანში, საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ბავშვი დედამ მშობიარობის შემდეგ ეზოში ჩაიყვანა და დატოვა. დილით ჩვილი დასუფთავების სამსახურმა გარდაცვლილი იპოვა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.