29 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსები - მინივენებსა და ტაქსებზე ფასი უკვე გაიზარდა

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა. დღეის მდგომარეობით, რეგიონებში მხოლოდ ე.წ. მინივენები და ტაქსები დადიან, რომლებიც აქამდე შევსების პრინციპით მუშაობდნენ და 4 მგზავრი გადაჰყავდათ. ახალი შეზღუდვების გამო კი მხოლოდ 2 მოქალაქის აყვანის უფლება აქვთ, ამიტომ, მგზავრობის ფასიც გაორმაგდა.

პანდემიის პირობებში დადგენილი ფასები მიუღებელია მგზავრებისთვის და ეს პრობლემებს უქმნის მძღოლებსაც. გაძვირებამ შეამცირა მგზავრთა ნაკადიც.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, ოფიციალურად, 8 ივნისიდან აღდგება. ახალი რეგულაციები იმოქმედებს სამარშრუტო ტაქსებისთვისაც. მათ მოუწევთ მგზავრების ჭადრაკულად განთავსება, სავარაუდოდ, შემოსავალი მათთვისაც განახევრდება.

შეიცვლება თუ არა 8 ივნისის შემდეგ თბილისის ავტოსადგურში საქალაქთაშორისო მიმართულებებისთვის დადგენილი ფასები, ჯერ უცნობია. კერძო კომპანიებს ახალი ფასები ამ დრომდე არ დაუდგენიათ.

დღის ამბები