ელ-სალვადორსა და გვატემალაში ტროპიკულმა შტორმმა ამანდამ 20 ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის 1 მცირეწლოვანი ბავშვია. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 7 დაკარგულს.
ქარიშხალს თან უხვი ნალექი ახლდა, რის გამოც დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზებიც. სტიქიის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.