29 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მიზნობრივი ვიზა დასჭირდებათ

თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა მიზნობრივი ვიზა უნდა აიღონ. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში თურქეთში საქართველოს საელჩომ  გამოაქვეყნა. ​

 "თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩამოსვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -USHAŞ მიერ გაცემული ნებართვის შემდეგ, უნდა მიმართოს თბილისში ან ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო სამსახურს მიზნობრივი ვიზის მისაღებად" - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები