ბელარუსის პრეზიდენტი ღია გაფრთხილებით გამოვიდა და თქვა, რომ ქვეყანაში "მაიდანი" არ იქნება. ლუკაშენკომ განცხადება, მას შემდეგ გააკეთა, რაც მინსკსა და სხვა ქალაქებში, პოტენციური ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდასაჭერად მასობრივი აქციები ჩატარდა.
ლუკაშენკომ გამოიყენა სიტყვა "მაიდანი," რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში პროევროპული, ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სიმბოლო გახდა. კიევის ცენტრალურ მოედანზე გამართულმა მასობრივმა აქციებმა, 2014 წელს დაამხო პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება.