გამოძების ინფორმაციით, შემთხვევა 18 მაისს მოხდა, სამართალდამცველებმა კომენდანტის საათის დროს, ქუჩაში მყოფ მამაკაცს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც მოქალაქე არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტში ჩაერთნენ მისი ოჯახის წევრები და მეზობლებიც, რის შედეგადაც ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა. ის, მოგვიანებით დააკავეს.
წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 21 წლის მამაკაცი, ამ დროისათვის, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.