ინდოეთში ბოლო 24 საათში, რვა ათასზე მეტი COVID ინფიცირებული გამოავლინეს. ეს ამ ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინდოეთში COVID ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე 190 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
გარდაიცვალა 5 400 პაციენტი. მართალია, ინდოეთში COVID ინფიცირებულების რიცხვი არ იკლებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნის ხელისუფლება დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს.