29 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ბათუმში საკათედრო ტაძარი გაძარცვეს

ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი გაძარცვეს.

უცხო პირებმა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სასანთლე გატეხეს. ტაძრიდან წაღებულია თანხა და საეკლესიო ნივთები. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

პოლიცია მორიგე სტიქაროსანმა გამოიძახა. სავარაუდოდ, მძარცველები ტაძარში უკანა შესასვლელიდან დევიდნენ.

როგორც რუსთავი 2-ის შსს-ში განუცხადეს საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

 

დღის ამბები