29 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ჩვენს ცენტრში მძიმე პაციენტები აღარ გყვავს - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი სამი მძიმე პაციენტის რადიოლოგიური შედეგებით გაუმჯობესება შეინიშნება. 

მისივე თქმით, პაციენტები ამ ეტაპზე მძიმე შემთხვევებად აღარ ითვლებიან.

"ჩვენს ცენტრში მოთავსებული სამი მძიმე პაციენტების მდგომარეობას, რადიოლოგიური შედეგებით გაუმჯობესებულია. აქედან გამომდინარე, ისინი მძიმე პაციენტებად აღარ ითვლებიან.შესაბამისად, ჩვენთან მყოფი 58 პაციენტიდან პრობლემური არ გვყავს. 

ამასთან, მივიღეთ კიდევ ერთი არასრულწლოვანი პაციენტი და ამ ეტაპზე უკვე ორი გვყავს. 

ის ზომიერი და კონტროლირებადი მატება, რომელიც მუდმივად გვქონდა ნარჩუნდება. მართალია საბურთალოს წყაროს პირველადი კონტაქტები საკმაოდ ბევრია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მათგანი უკვე მოძიებულია. ამ ეტაპზე მათზე კვლევის ჩატარება ხდება. ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური ძალიან კარგად ასრულებს თავის მოვალეობას და ეს შედეგებზეც აისახება, რადგან ყველა ახალი წყარო მალევე ხდება ცნობილი ჩვენთვის. ამიტომ, მგონია, რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა უნდა მოდუნდეს. აუცილებელია პირბადით ვიაროთ და თავშეყრის ადგილებს მოვერიდოთ," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები